მთის კურორტებზე, სათხილამურო ტრასებზე კონტროლს სამი უწყება განახორციელებს. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უწყებებს შორის კანონით განსაზღვრული ვალდებულებები გადანაწილდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს უწყებები არიან: ეკონომიკის სამინსიტრო, მთის კურორტების განვითარების კომპანია და შინაგან საქმეთა სამინისტრო.
„ერთი უწყება, ვინც განახორციელებს ტრასების მარკირებას და საქართველოს მთავრობას წარუდგენს ტრასების ძირითად კონტურებს, იქნება ეკონომიკის სამინისტრო. მეორე უწყება რომელიც მოვლა პატრონობას განახორციელებს ჩვენ მიერ მარკირებულ ტერიტორიებზე იქნება მთის კურორტების განვითარების სააგენტო, ხოლო შსს განისაზღვრა ადმინისტრატორად, თუ იქ გამოვლენილი იქნება დამატებითი სამართალდარღვევები“ – განაცხადა ქუმსიშვილმა.