„ეს სიმდიდრე შენი“ – ამ სლოგანით აქვეყნებს ვიდეორგოლს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვიდორგოლში ნაჩვენებია საქართველოს ეროვნული პარკები და აქ არსებული ვითარება.
შეგახსენებთ, 2019 წლის 4 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 13%-ით გაიზარდა და 113 251 შეადგინა. ვიზიტორთა შორის 54% ქართველია, ხოლო 46%-უცხოელი.
2019 წლის 4 თვის მონაცემებით ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:
✅თბილისის ეროვნულ პარკს
✅პრომეთეს მღვიმეს
✅ყაზბეგის ეროვნულ პარკს
✅მარტვილის კანიონს
✅მტირალას ეროვნულ პარკს
საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა: გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, ინდოეთიდან და რუსეთიდან.