LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღეს მთაწმინდიდან ხელისუფლების შეცვლა დაიწყება”

165
61303211

თუკი ამომრჩეველი იქნება აქტიური, მოვა არჩევნებზე და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს, ასეთ შემთხვევაში, დღეს მთაწმინდიდან ხელისუფლების შეცვლა დაიწყება  – ამის შესახებ მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ მთაწმინდის ოლქის მეათე საარჩევნო უბანთან განაცხადა, სადაც ის შვილთან ერთად მივიდა.

შავგულიძეს სჯერა, რომ ვერის, მთაწმინდის და სოლოლაკის ამომრჩეველი ამას გააკეთებს.

შავგულიძემ ამომრჩეველს მიმართა, რომ არჩევნების შედეგი მხოლოდ მათი აქტიურობით განისაზღვრება.

„ამომრჩევლის დაბალი აქტიურობის პირობებში, ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა იმისა, რომ კიდევ ერთი საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს პარლამენტში მაჟორიტარად. თუ ამომრჩეველი, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას აღარ ენდობა და მიაჩნია, რომ ის შესაცვლელია და ასეთია მთაწმინდის ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი, იქნება აქტიური, მოვა არჩევნებზე და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს, ასეთ შემთხვევაში დღეს ხელისუფლების შეცვლა მთაწმინდიდან დაიწყება“, – განუცხადა ჟურნალისტებს შალვა შავგულიძემ.

აღსანიშნავია, რომ შავგულიძე არჩევნებში, ამომრჩევლის სტატუსით მონაწილეობას არ იღებს, რადგან ის მთაწმინდაზე ჩაწერილი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები