LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს არჩევნების მეორე ტურია – მთაწმინდაზე ინციდენტი მოხდა

88
archevnebi-main

მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

არჩევნები დღეს ინციდენტით დაიწყო. მე-12 საარჩევნო უბანზე. სააგენტო „ნიუს სფეისის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლების მონაცემებს ინიშნავდა და ტელეფონით აგზავნიდა სახელსა და გვარებს.

„ეს არის გაყალბების სქემა. ინფორმაცია გადის უბნიდან, გვარებს აპლიუსებენ. ვინც არ არის მოსული, ურეკავენ, რომ არჩევნებზე მოვიდნენ“,- განაცხადა მარიამ მკალავიშვილმა.

ბრალდება უარყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის” წარმომადგენელმა და სააგენტოს წარმომადგენელს მატყუარა უწოდა.

ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია.

31-ვე საარჩევნო უბანი 08:00 საათზე, დროულად გაიხსნა. ჯამში, აღნიშნულ ოლქში რეგისტრირებულია 43 909 ამომრჩეველი.

არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობს: #13 შალვა შავგულიძე და #41 ვლადიმერ კახაძე. არჩევნების პირველ ტურში, მთაწმინდაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ ამომრჩეველთა ხმების 41% მიიღო, „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი – 36,83% .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები