LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 წლის კესარია მგელაძე ევროპის ჩემპიონია

1722
კესარია-მგელაძე

კესარია მგელაძე პატარა მოჭადრაკეა, რომელსაც უკვე დიდი წარმატებები აქვს. ის 9 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა.

კესარიამ რუმინეთის ქალაქ მამაიაში გამართულ ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე 9 შესაძლებლობიდან 7 ქულა და ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა.

9 წლის კესარია მგელაძემ მიმდინარე წლის აპრილში მსოფლიო სასკოლო საჭადრაკო ჩემპიონატში ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამ გზით ის პირველი გოგო გახდა ბათუმიდან, რომელმაც 9 წლის ასაკში მსგავსი წარმატების მიღწევა შეძლო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვადაზე ადრე გაინაღდა ევროპის ჩემპიონობა 7 წლის დავით თათვიძემ. დავითმა დღეს თავის მე-9 შეხვედრაც მოიგო და ბრწინვალე შედეგით – 9-დან 9 ქულა, დაასრულა ასპარეზობა.

6 წლის დავით თათვაძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა

თათვაძემ მამაიაში მიმდინარე ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე, ზედიზედ რვა პარტია მოიგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები