LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამტრედიის ქუჩაზე ქალის ცხედარი იპოვეს

826
a85531b

თბილისში, სამტრედიის ქუჩის  პირველ ნომერში მდებარე ბინაში გარდაცვლილი ქალი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უწყებაში შევიდა შეტყობინება, რომ ბინიდან უსიამოვნო სუნი იგრძნობოდა. მეზობლების თქმით, მათ კარს არავინ უღებდა, რის შემდეგაც, გამოიძახეს მაშველები.

ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ბინაში დახვდათ ქალის ცხედარი.

ბინაში იმყოფებოდა კიდევ ორი ქალი, რომელთაგან ერთი იყო კონტაქტური, მეორე კი, უგონო მდგომარეობაში. ორივე მათგანი სააავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები