აშშ-მა თურქეთს რუსეთისაგან “ეს-400”-ის სარაკეტო კომპლექსის შეძენაზე უარის სათქმელად ვადა 31 ივლისამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აშშ შეწყვეტს თურქი პილოტების ეფ-35-ის ტიპის გამანადგურებლის მართვის შესწავლას. აღნიშნულ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამასთანავე, ანკარა ვაშინგტონის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე და საერთაშორისო პარტნიორია. აღსანიშნავია, რომ აშშ თურქი პილოტების მომზადებაში ყოველ წელს 420 მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავს. თუმცა, მიუხედავად ამისა, თურქეთმა რუსეთთან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენის შესახებ შეთანხმება გააფორმა, რასაც აშშ და ნატო-ს სხვა წევრები ეწინააღმდეგებიან.