LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკო სკამზე დასვეს: რა ხდება ვიტესში

25

არნემის “ვიტესის” ქართველმა ფორვარდმა ვაკო ყაზაიშვილმა De Gelderlander-თან ბოლო თამაშებში სათადარიგოთა შორის მისი ყოფნის მიზეზებზე ისაუბრა.

ჰოლანდიური vitesseinside.nl კი არნემელთა მთავარი მწვრთნელის, რობ მაასის გადაწყვეტილებებს უცნაურს და არალოგიკურს უწოდებს – მან ჯერ გუნდის კაპიტნის, ცენტრალური მცველის, გურამ კაშიას მარჯვენა მცველად მოსინჯვა სცადა, ახლა კი ვაკო ყაზაიშვილი დასვა სკამზე, რომელსაც მიმდინარე სეზონში 10 გოლი აქვს გატანილი.

“ვერაფერს ვიტყვი, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. ამიტომ სჯობს მას ჰკითხოთ, მაგრამ მე ნორმალურად არ მიმაჩნია სათადარიგოთა სკამზე ჩემი ყოფნა”, – განაცხადა ქართველმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები