LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1, 28 და 8000 – რიცხვები, რომლითაც პრემიერს უნდა ამერიკას საქართველო დაამახსოვროს

272
mamuka bakhtadze

საქართველო პატარა, თუმცა დიდი ხედვის მქონე ქვეყანაა, რომელიც იმ გზაჯვარედინზე იმყოფება, სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს, ჩრდილოეთი – სამხრეთს, უძველესი ტრადიციები – ინოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს და სადაც ეკონომიკური შესაძლებლობები უხვადაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლისას განაცხადა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ შესაძლებლობებსა და აშშ-თან მჭიდრო სტრატეგიულ პარნიორობაზე.

მან საქართველოს შესაბამისი სამი რიცხვი დაასახელა:

“შევეცდები, სამი რიცხვით დაგამახსოვროთ საქართველო: ესენია 1, 28 და 8000. პირველი რიცხვია 1. საქართველოში პირველად გვყავს ქალი პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი. ის პირველი ქალი პრეზიდენტია საქართველოში და მთელს რეგიონში და არჩეულია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 6-წლიანი ვადით. თავად არჩევნებიც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქვეყნის წინსვლის გამო მრავალფეროვნებისა და დემოკრატიის მიმართულებით. მეორე რიცხვია 28. ზუსტად ამდენი წელია, გავთავისუფლდით საბჭოთა კავშირიდან და დემოკრატიული განვითარების საკუთარ გზას დავადექით, როგორც დამოუკიდებელი ერი. სიამაყით ვაცხადებ, რომ შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით იდგა ამ გზაზე ყველა ნაბიჯის გადადგმისას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები