LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

B2B შეხვედრები Mercedes-Benz Business Week Georgia-ს მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება

101
6

მუდმივად ცვალებად ბაზარზე ბიზნესი ყოველთვის ეძებს ზრდის შესაძლებლობებს, რომელსაც ახალი კოლაბორაციები ქმნიან. ბუნებრივია, ძალიან ბევრი ღონისძიება იგეგმება ამ მიმართულებით, მაგრამ „ბენე ექსკლუზივი“-ს ნოვატორული მიდგომა ქართული ბიზნეს სექტორისთვის მოულოდნელი და განსაკუთრებით საჭირო აღმოჩნდა.

„მერსედეს-ბენცის ბიზნეს კვირეული“ მაქსიმალურ შედეგებზეა ორიენტირებული, რასაც Networking Georgia-ს აქტიური ჩართულობით ახერხებს. შეხვედრების ორგანიზების მიმართულებით გუნდს დიდი გამოცდილება აქვს, რისი დასტურიც 2-3 მარტს „ლოპოტა სპა და რეზორტი“-ში გამართული პირველი ქართული მასშტაბური ნეთვორქინგ ღონისძიებაა.

საქართველოს ბიზნესსექტორში არსებული რეალობის გათვალისწინებით, Networking Georgia ინოვაციური პროექტია, რომელმაც პროფესიონალი ადამიანები  ერთმანეთთან დააკავშირა და დაეხმარა საკუთარი „ნეთვორქის“ განვითარებაში. ეს არ იყო უბრალოდ შეხვედრა შეხვედრებისთვის და ჩვენ ვიხილეთ კიდეც კონკრეტული შედეგები, მრავალი შეძენილი კონტაქტი თუ იდეა, რომელიც უკვე გახდა ახალი პროექტების საწინდარი.

წინასწარ საქმიანი შეხვედრების დაგეგმვა ასეთი ივენთების დროსაც შესაძლებელი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, თუ რამხელა სამუშაოს მოიცავს ის მანამდე. ეს მიმართულება ორ ნაწილად დაიყო. სტუმარსა თუ სპონსორს საშუალება ექნებათ, წინასწარ დაგეგმონ შეხვედრები მათთვის სასურველი კომპანიის წარმომადგენელთან, რომელიც ესწრება ღონისძიებას. ასევე შესაძლებელია უშუალოდ ღონისძიების მიმდინარეობისას მოხდეს შეხვედრის დაგეგმვა. ამისათვის მათ “Networking Georgia“-ს წარმომადგენელი ხალხში უნდა გამოარჩიონ. მათი ცნობა პიჯაკზე სპეციალური საკინძით იქნება შესაძლებელი.

Networking Georgia-ს გუნდი თავიდან ბოლომდე მიყვება შეხვედრის ორგანიზების პროცესს, ზარის განხორციელებით დაწყებული, ადგილის მოძიებით, შეთანხმებითა თუ სრული კომფორტის შექმნით დასრულებული.

შეგახსენებთ, რომ Mercedes-Benz Business Week Georgia ქართული ბიზნესსექტორისათვის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს ღონისძიებაა, რომელიც 7, 8 და 9 ივნისს გაიმართება.

 

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები