LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო კახაძე პარლამენტს გაამდიდრებს – ირაკლი კობახიძე

125
ირაკლი-კობახიძე

ირაკლი კობახიძე მოუწოდებს ამომრჩევლებს, მთაწმინდის რაიონში შუალედური არჩევნების მეორე ტურში  „ქართული ოცნების“ კანდიდატს ლადო კახაძეს დაუჭირონ მხარი.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კახაძე გამორჩეული თვისებების მქონე ადამიანია და პარლამენტში განსხვავებულ პრაქტიკას შეიტანს.

ამასთან კობახიძემ მისი კონკურენტი შალვა შავგულიძე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები კრიტიკას ვერ უძლებს.

„ლადო კახაძეზე ვიტყვი, რომ ის სიახლე იქნება საქართველოს პარლამენტში. გამორჩეული თვისებების მქონე ადამიანია და პარლამენტს გაამდიდრებს. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება, მათშორის საპარლამენტო ცხოვრება სიძულვილით და აგრესიით არის გაჯერებული. ლადო კახაძეს პარლამენტში ამის საპირისპირო პრაქტიკის შემოტანა შეუძლია. აქედან გამომდინარე, მას საპარლამენტო ცხოვრების გამდიდრება შეუძლია. შესაბამისად, ბუნებრივია მოვუწოდებ ამომრჩეველს, რომ საკუთარი არჩევანი ლადო კახაძის სასარგებლოდ გააკეთონ. რაც შეეხება მის კონკურენტ შალვა შავგულიძეს, მისი განცხადებები კრიტიკას ვერ უძლებს, რომელიც განსაკუთრებით ბოლო დროის განმავლობაში კეთდება. შავგულიძეს იცნობდა საზოგადოება როგორც გირგვლიანის საქმის ადვოკატს და ახლა პრაქტიკულად მთლიანად შეატრიალა საკუთარი როლი. რაც წარმოუდგენელი და მიუღებელია. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას ამ შემთხვევაში არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები