LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგო ევთანაზიით არ გარდაცვლილა – POLITICO

362
euthanasia

ნიდერლანდებში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდი ევთანაზიით არ გარდაცვლილა,- ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა პოლიტიკო ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ანორექსიისა და ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე გოგონამ ევთანაზია ითხოვა, თუმცა საავადმყოფომ მას უარი უთხრა.

გამოცემის თანახმად, გოგონა მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც წყლისა და საკვების მიღებაზე უარი განაცხადა, ხოლო მშობლებმა და ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ გოგონას საკვებს იძულების წესით არ მისცემენ და არც სამედიცინო დახმარებას გაუწევდნენ მისი ნების საწინააღმდეგოდ.

"ვსუნთქავ, მაგრამ აღარ ვცოცხლობ“ - სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდი ევთანაზიით გარდაიცვალა

ნოა პირველად სექსუალური შევიწროების მსხვერპლი 11 წლისა გახდა, 14 წლისა კი ორმა კაცმა გააუპატიურა.

კანონი განმარტავს, რომ ევთანაზიად ითვლება პროცესი, როდესაც პაციენტს ექიმი აძლევს წამალს, რაც მის სიკვდილს გამოიწვევს.

ნიდერლანდებში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდის ევთანაზიით გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია წამყვანმა ამერიკულმა და ევროპულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები