ყაზბეგში, სასტუმრო „რუმსის“ კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა. როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა დაუსახლებელ პუნქტში მოხდა. არიან გარდაცვლილები.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ უბედური შემთხვევის დროს ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და პოლიცია.
შსს-ში ამ დროისთვის დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.