LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეროვნულმა ფორუმმა” უმრავლესობა დატოვა

114

ფრაქცია ”ეროვნული ფორუმი” საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. პარტიის ლიდერის, კახა შარტავას თქმით, განაცხადა.
მისივე თქმით, „ფორუმმა“ საკუთარი ვალდებულებები შეასრულა.

”პარტიის პოლიტიკური საბჭო, ფრაქცია და წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობებში შეუწყობენ ხელს არსებული ხელისუფლების სტაბილურობას მომავალ არჩევნებამდე”, – განაცხადა შარტავამ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გუბაზ სანიკიძის ინფორმაციით, ფრაქციის წევრები პარლამენტში თანამდებობებს ტოვებენ.

”მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ”ეროვნული ფორუმი” ტოვებს საპარლამენტო უმრავლესობას, შესაბამისად, მე ვტოვებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის პოსტს, ჩემთან ერთად ტოვებენ თანამდებობებს შესაბამის კომიტეტებში მოადგილეების პოსტებზე მყოფი პირები – შალვა კიკნაველიძე, ანი მიროტაძე და თემურ მაისურაძე”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები