LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეცბაია ევროპის ხუთ საუკეთესო მწვრთნელში შედის

206

ჟურნალმა four four two-მ მარტის თვის ევროპის ხუთი საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა. მათ შორის მოხვდა კვიპროსის აპოელ-ის ქართველი თავკაცი თემურ ქეცბაია.

პირველ ადგილზე “ბარსელონას” დამრიგებეი ლუის ენრიკეა. მეორეზეა ლორან ბლანი (პსჟ), მესამეზე – “ცრვენა ზვეზდას” მწვრთნელი მიოდრაგ ბოჟოვიჩი, რომლის გუნდსაც ახლა ევროპაში ყველაზე გრძელი მოგებათა სერია აქვს (24 თამაში). მეოთხეზეა ქეცბაია და მეხუთეზე ბეერ შევას “ჰაპოელის” თავკაცი ბარაკ ბახარი.

“შუა სეზონში ჩავარდნის შემდეგ ქეცბაიამ გუნდს 12-მატჩიანი მოგებათა სერია შეაძლებინა. თუკი ის ჩემპიონატს მოიგებს, კვიპროსის ისტორიაში მხოლოდ მეორე მწვრთნელი გახდება, ვინც ტიტული ორი სხვადასხვა გუნდით მოიგო”, – წერს ბრიტანული ჟურნალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები