“თვითონ ბუნებრივია, დამნაშავედ თავს არ თვლის, თუმცა დაველოდოთ ბრალის ოფიციალურ წარდგენს”,-ამის შესახებ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა ჟურნალისტებს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განუცხადა.
„ახლა ვაპირებ შევიდე და მოვინახულო მიხეილ კალანდია. შესაბამისად ბრალის ფორმულირება ჯერ არ ვიცით. ველოდებით ბრალის წარდგენას და შესაბამისა მოგახსენებთ ვეთანხმებით თუ არა მას“, – აცხადებს ანი კოტეტიშვილი.
მისივე თქმით, ბრალის წარდგენის შემდეგ მოხდება საქმის მასალების გაცნობა და ამის შემდეგ უკვე მათი მხრიდან დაფიქსირდება კონკრეტული პოზიცია.
ადვოკატის თქმით, ბრალის წარდგენას ხვალ დღის მეორე ნახევარში ელოდებიან.