სოციალურ ქსელში მომხმარებლები, ლევან ჯიბღაშვილის მიერ სასამართლოზე წარდგენილ მტკიცებულებაზე – ეკლესიის ცნობაზე ხუმრობენ. ერთ-ერთმა მათგანმა დაწერა წერილი, სავარაუდოდ როგორი იქნებოდა, სამების მამათა მონასტრიდან გაცემული რეკომენდაცია:
ჩვენი ეკლესიის სულიერი შვილი ლევან – სისტემატურად ეზიარება, აბარებს აღსარებას და ხელს უმართავს ყველა გაჭირვებულს, ეს ამბავიც უკანასკნელის გამო შეემთხვა, უარს რომ ვერავის ეუბნება და სიკეთის ზომა-წონა რომ არ იცის, როგორც ჭეშმარიტმა ქართველმა.
შეგახსენებთ, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ლევან ჯიბღაშვილის საქმის წინასასამართლო სხდომაზე ადვოკატმა მტკიცებულებებს შორის, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრიდან ცნობა წარადგინა.
ცნობა ჯიბღაშვილის პიროვნულ დახასიათებას ეხება.
"ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის დახასიათება".
ჯიბღაშვილის ადვოკატმა სასამართლოზე ეკლესიიდან ცნობა წარადგინა
“ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ძირითადად, ლევან ჯიბღაშვილის პიროვნული მახასიათებლები იყო, მათ შორის, რეკომენდაციები. რაც შეეხება მამათა მონასტრიდან ცნობას, ეს სარეკომენდაციო ხასიათის დახასიათებაა. აღნიშნული ეკლესიის მშენებლობაში ლევან ჯიბღაშვილს წვლილი აქვს შეტანილი,” – განაცხადა მისმა ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა.