LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას საქმის გამოძიებაში ხარვეზებია – რას ითხოვს სახალხო დამცველი

96
ნინო-ლომჯარია

ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდიას დაკავებას ეხმაურება. სახალხო დამცველი გამოძიების მიმდინარეობისას არსებულ ხარვეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ ბევრი მტკიცებულება გამოძიების მიერ მოპოვებული არ იყო.

მიხეილ კალანდიას ბრალი სარალიძის მკვლელობის თანამონაწილეობაში ედება (ვიდეო)

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, გამოძიებას მ.კ.-ს მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობის საფუძვლიანი ეჭვი გაუმყარა.

„ნაბიჯები, რაც გადაიდგა ბოლო დღეების განმავლობაში, არის ნამდვილად იმის აღიარება და დადასტურება, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობდით, რომ გამოძიება თავის დროზე წარიმართა მნიშვნელოვანი ხარვეზებით და ბრალი არ ჰქონია წარდგენილი ყველა პირს, ვინც შესაძლოა მონაწილეობდა დანაშაულის ჩადენაში. სამწუხაროდ, მთელი რიგი ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი მტკიცებულებები არ იქნა მოპოვებული გამოძიების მიერ და ამის გამო, ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდა. სანამ სააპელაციო სასამართლომაც არ დაადასტურა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა არასწორი სტრატეგიით და გამორიცხა იმ პირის ბრალი, ვისაც პროკურატურა ედავებოდა ერთი წლის განმავლობაში, გამოძიებამ ბრალი არ წარუდგინა სხვა პირს,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი მიხეილ კალანდიას დაკავებას სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირებს. გარდა ამისა ამბობს, რომ აუცილებელია დაიწყოს გამოძიება სამოხელეო დანაშაულზე, მინიმუმ სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით.

კიდევ 10 პირია დასაკავებელი - დასრულდა თუ არა ბრძოლა სამართლიანობისთვის

იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ კალანდიას ბრალი დაუმტკიცდება, აქტუალური გახდება კითხვა, რატომ ვერ გავიდა გამოძიება თავის დროზე შედეგზე.

“მე მაინც ვუკავშირებ ამ ყველაფერს გუშინ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და შესაბამისად, გამოძიებას არ ჰქონდა სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დაიწყოს უკვე სხვა პირთა მიმართ დევნა. თავის დროზე, გამოძიება ჩატარდა მნიშვნელოვანი ხარვეზებით და ამის გამო, ჩვენ კვლავ დღის წესრიგში ვაყენებთ იმას, რომ დაიწყოს გამოძიება სამოხელეო დანაშაულის ნიშნით, სამსახურეობრივი მოკვლევა მიმაჩნია, რომ არ არის ნამდვილად საკმარისი, რადგან დანაშაულის ნიშნებს ვხედავთ. სულ მცირე სამსახურეობრივ გულგრილობას, თუ არა განზრახ ქმედებას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები