LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქროყანაში გზას აგებენ

190
001

მთაწმინდის გამგეობა ოქროყანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ ეტაპზე გზების რეაბილიტაცია ბ ზონაში, ხორავასა და ყაზბეგის ქუჩებსა და ჩიხებში მიმდინარეობს.

მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, ამორტიზებული გზის საფარი 11 750 კვ/მ ფართობზე კაპიტალურად შეკეთდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 460 ათასი ლარი დაიხარჯება.

აღნიშნული ქუჩების ნაწილზე უკვე დაიგო ასფალტის ახალი საფარი და მოწესრიგდა საკომუნიკაციო ჭები. გზები, ასევე, კეთილმოეწყო გ ზონაში, გელოვანის ჩიხებში, სადაც დაზიანებული საფარი 9 600 კვ.მ ფართობზე განახლდა. საგზაო სამუშაოებს, მთაწმინდის გამგეობის დაკვეთით, შპს „პარმა” ასრულებს.

გზების მოწესრიგების პარალელურად, უახლოეს პერიოდში, ოქროყანაში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები