არ გვაქვს ბერკეტი, ნანა კოსტავას საკრებულოს დატოვე ვაიძულოთ, – ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარიამ ბრიფინგზე განაცხადა, საკრებულოს წევრ ნანა კოსტავასთან დაკავშირებით.
ამასთან, ლატარია ამბობს, რომ კოსტავასთან ერთად მუშაობის სურვილი არ აქვს.
მან გადაწყვეტილება ამომრჩევლების თხოვნის საფუძველზე შეცვალა.
ნანა კოსტავამ საკრებულოში დარჩენა გადაწყვიტა
„ჩვენ არ გვაქვს არანაირი ბერკეტი, ვაიძულოთ ნანა კოსტავა, დატოვოს საკრებულო, თუმცა მე არ მაქვს მასთან ერთად მუშაობის სურვილი. ის რჩება ფრაქციაში, ამიტომ შევიკრიბებით ფრაქცია და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ლატარიამ.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მას ნანა კოსტავასთან კომუნიკაცია არ ჰქონია და არ იცის, რას აპირებს ის.
არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ნანა კოსტავა პარტიიდან გავრიცხოთ - ქუთაისის მერი
ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი განცხადებები და შეხედულებები და ვემიჯნებით მას.
ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ რამდენიმე დღის წინ სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ერთ-ერთი ვიდეო გააზიარა წარწერით: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“.
სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა და გარდაიცვალა.
მოგვიანებით კოსტავამ „ფეისბუქის“ საშუალებით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა.
ვებრძვი მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს, ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს.
"კაი დღეში ხარ ახლა, იცინე" - საკრებულოს დეპუტატი სალომე ბარკერზე
ამასთან, ნანა კოსტავამ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის თანამდებობა 31 მაისს დატოვა. იმავე დღეს განაცხადა, რომ ორშაბათს საკრებულოდან წასვლაზე განცხადებას დაწერდა. თუმცა, დღეს სატალეფონო კომენტარისას განაცხადა, რომ სავარაუდოდ, საკრებულოს აღარ დატოვებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ამომრჩევლების თხოვნის საფუძველზე შეცვალა.