LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართლიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

234
61756817_10156284845151347_8498661215495520256_n

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოს განაჩენში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება.

მისი თქმით, დღეს სასამართლომ დაადასტურა მკვლელობის ჯგუფური ხასიათი.სახალხო დამცველი ხაზს უსმევს იმას, რომ ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს. 

ბრძოლა გრძელდება ბოლომდე - ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციოს გადაწყვეტილება ცნობილია

ზაზა სარალიძის განცხადებით. ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს.

„ეს ფოტოები ზუსტად 1 წლის წინათ, 2018 წლის 3 ივნისსაა გადაღებული ვაკის პარკში. ის, რაზეც აქ ვსაუბრობდით, 1 წლის შემდგომ, სიმბოლური დამთხვევის წყალობით, ნაწილობრივ იქნა მიღწეული. დღეს სასამართლომ დაადასტურა მკვლელობის ჯგუფური ხასიათი და ის, რომ ჯგუფური მკვლელობის სხვა მონაწილენი დაუსჯელნი არიან. სამართლიან და სამართლებრივ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“ – წერს ნინო ლომჯარია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილებები შეიტანა. სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო.