მსახიობმა კამერონ დიაზმა Instagram-ის გვერდზე ფოტო გააზიარა, სადაც მას ხელში საკუთარი წიგნი უჭირავს და უმაკიაჟოდ პოზირებს კამერასთან. მსახიობის წიგნი სახელწოდებით Longevity Book, ქალებისთვის უმნიშვნელოვანეს თემას, ახალგაზრდობის შენარჩუნებას ეხება.
ცნობილია, რომ 43 წლის ლამაზმანი არ მიმართავს პლასტიკურ ქირურგიას, მას აქვს მიმიკური ნაოჭებიც და ამას არასოდეს მალავს. ახალ ფოტოზეც დიასი უმაკიაჟოდ, განსაკუთრებული ვარცხნილობის გარეშეა.