LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპმა ბოშებს პატიება სთხოვა [ვიდეო]

124
cq5dam.thumbnail.cropped.750.422

რომის პაპმა ბოშებს, საუკუნეების განმავლობაში არასათანადო მოპყრობისთვის, კათოლიკური ეკლესიის სახელით პატიება სთხოვა. პაპი ბოშებს რუმინეთში ვიზიტის დასასრულს, ქალაქ ბლაჟში შეხვდა.

მისი თქმით, ბოშები ევროპაში, საუკუნეების განმავლობაში განიცდიდნენ დევნასა და რეპრესიებს.

„პატიებას გთხოვთ, ისტორიის ყველა პერიოდისთვის, როდესაც ჩვენ ვახორციელებდით თქვენი თემების დისკრიმინაციას, სეგრეგაციას, სასტიკად გეპყრობოდით ან ალმაცერად გიყურებდით. ისტორია გვეუბნება, რომ ქრისტიანებისთვის, მათ შორის კათოლიკეებისთვისაც, ასეთი ბოროტება უცხო არ არის,“ – განაცხადა რომის პაპმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პაპმა თქვა, რომ მას ამ ყველაფრის გამო „გული დაუმძიმდა”.

 

ისტორიული დოკუმენტების თანახმად, ჰოლოკოსტის დროს ასობით ათასი ბოშა დაიღუპა. ბოშების შესახებ დღემდე, მთელ მსოფლიოში უამრავი უარყოფითი სტერეოტიპი არსებობს.

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვინის ანტიემიგრაციული პოლიტიკის ფონზე, ეს პატიება დაძაბულობის გამწვავებად შეფასდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები