LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსურს დაგვინახოთ – ლესბოსელი ქალის ღია წერილი ილია მეორეს

452
პარტი

ლგბტ აქტივისტი, ნინო ბოლქვაძე მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლოკოს-პატრიარს, ილია მეორეს ღია წერილით მიმართავს.

„ჩვენ არც ურჩხულები ვართ და არც დემონები. გვსურს, მიხვდნენ რომ ჩვენ შორის მსგავსება გაცილებით მეტია ვიდრე სხვაობა. ვიზიარებთ სხვა საზოგადოებების გამოცდილებას და ვხედავთ რომ მხოლოდ ამგვარად შეიძლება გაქრეს ჩვენ შორის უფსკრული, რომელიც არავის არაფერს არგებს“- ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.

ნინო ბოლქვაძის ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“1977 წელს დავიბადე. ბავშვობაში ვერის პარკში მდებარე ქართულ ეკლასიას მამასთან ერთად რომ ჩავივლიდი ხოლმე კარი მუდამ დაკეტილი იყო და ზედ დიდი ბოქლომი ეკიდა. შემდგომში კარიც გაიღო და ჩვენ, საბჭოთა კავშირში დაბადებულ ბავშვებს, მოგვეცა იქ შესვლის უფლება. მერე რა რომ ლესბოსელი ქალი ვარ, მეც ადამიანი ვარ, მეც ამ ქვეყნის შვილი ვარ, რომლისთვის ახლოა სარკმევლის სურნელიც, სხვა ადამიანების გვერდით ლოცვის მადლიც, საკუთარი ცოდვების დაძლევის საჭიროებაც და უსუსურობაც, რომელიც ადამიანად დაბადებას უკავშირდება.

მსურს დაგვინახოთ. არაფერია ჩვენში განსაკუთრებულად საშიში. იგივე ხორცისგან შევდგებით და იგივე ვნებები გვაქვს რაც ნებისიერ სხვას. იგივენაირად გვტკივა და გვიხარია. იგივენაირად ვტირით და განვიცდით. იგივენაირად გვიყვარს ჩვენი ახლობლები და ვცდილობთ გვიყვარდეს მოყვასი მაშინაც როდესაც მას ვძულვართ.

ალბათ მკითხავთ, რა საჭიროა გარეთ გამოსვლა. მეტყვით რომ ჩვენი ცოდვის დემონასტრაციას ვახდენთ, საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში ვაგდებთ და საზოგადოებაში ვნებათაღელვას ვიწვევთ. გეტყვით რომ საქართველოში ლგბტ ჯგუფის მიმართ წლების მანძილზე არსებულმა რეპრესიებმა განაპირობა ჩვენდამი შიში, ზიზღი და აგრესია. 2 000 წლამდე ციხეში გვსვამდნენ. შემდეგ სენსაციასა და რეიტინგზე ორიენტირებული მედიები ჩვენ ეგზოტიკაციას და შედეგად მეტ მარგინალიზაციას იწვევდნენ.

შეუძლებელია ცხოვრება, როდესაც შენს ირგვლივ ადამიანებს ეზიზღები ან როდესაც შენი ეშინიათ. გვსურს, ჩვენმა დებმა და ძმებმა დაგვინახონ, რომ ჩვენ არც ურჩხულები ვართ და არც დემონები, მიხვდნენ რომ ჩვენ შორის მსგავსება გაცილებით მეტია ვიდრე სხვაობა. ვიზიარებთ სხვა საზოგადოებების გამოცდილებას და ვხედავთ, რომ მხოლოდ ამგვარად შეიძლება გაქრეს ჩვენ შორის უფსკრული, რომელიც არავის არაფერს არგებს.

გთხოვთ გაგვიგოთ და დაგვეხმაროთ ამ რთულ გზაზე”.

თბილისში 18-დან 23 ივნისის ჩათვლით LGBTQI პრაიდი დაიგეგმა. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება დაბოლოს ღირსების მარში გაიმართება.

თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ ღირსების მარშის ჩასატარებლად დახურული სივრცე შესთავაზა. 

თბილისი პრაიდი: შსს-მ “ღირსების მარშის” კლუბში ან სტადიონზე ჩატარება შემოგვთავაზა

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები სახელმწიფოს სტრასბურგში უჩივლებენ

ამ დახურულ სივრცეში კი საკლუბო სცენა ან სტადიონი მოიაზრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებასა და Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც ორგანიზატორებმა შსს-ს ღონისძიების ჩატარების გეგმა წარუდგინეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები