ბავშვთა დაცვის დღისთვის 62-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასელმა მოსწავლეებმა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს საჩუქრები მიუტანეს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-მა გაავრცელა.
მოსწავლეებმა ივერთუბანში არსებული თავშესაფრის ბავშვების ოცნებები წინასწარ გაიგეს და ნატვრის ხე გააკეთეს, სადაც ბავშვების სურვილები დაამაგრეს.
“ძალიან საყვარელი რაღაცეები ჩაიფიქრეს. მაგალითად, ოთხი დაქალი იყო და ჩაიფიქრეს ოქროს საყურეები. ასევე, საკრასკავები, მაკიაჟი, სანდლები და სხვა რაღაცეები. ჩემია აზრით, ძალიან გაუხარდებათ და რა თქმა უნდა, ჩვენც ძალიან გახარებულები ვართ. ეს არის სიყვარულის ერთ-ერთი გამოვლინება”, — განაცხადა რუსთავი 2-თან საუბრისას ერთ-ერთმა მოსწავლემ.
ველოსიპედი, ბალერინას პუანტები, კოსმეტიკა, ყოველდღიური ნივთები, სათამაშოები – ეს არის იმ საჩუქრების ჩამონათვალი, რომელსაც 18 მოზარდი მიიღებს.
“მათი ოცნებების და სურვილების ასრულებაში მთელმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა. მეამაყება , რომ აკადემიურ ცოდნასთან ერთად, ჩვენი მოსწავლეები სწავლობენ, ეჩვევიან სასიცოცხლო მნიშვნელობის ღირებულებებს, რაც არის სიკეთე, მადლი და ზრუნვა თანატოლებზე, “- აცხადებს სკოლის დირექტორი ელენე შაბურიშვილი.
თანატოლების ზრუნვის კიდევ ერთი მისაბაძი მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ:
"ძალიან დიდი სიყვრული და სითბო წამოვიღეთ"
ქუთაისის მე-14 სკოლის მოსწავლეები ბანკეტის ნაცვლად ბავშვთა სახლს ესტუმრნენ [ფოტოები]