LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაიდის ჩატარება დაგეგმილ ადგილებსა და ფორმატში შეუძლებელია – შსს

161
Untitled-design-1-1

,,თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, სადაც „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების გეგმა წარადგინეს.

შსს აცხადებს, რომ მათ მიერ დაგეგმილ ადგილებზე ღონისძიებების ჩატარება მათივე უსაფრთოხების მიზნით შეუძლებელია.

“სამინისტროს წარმომადგენლებმა ,,თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს განუმარტეს, რომ მათ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია.

„თბილისი პრაიდის“ ჯგუფს შეეთავაზა გამოხატვის სხვა შესალებლობები და შეკრების ისეთი ალტერნატივები, რომელიც უფრო უსაფრთხო იქნება მონაწილე პირებისთვის”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები