სოციალური ქსელი ამომავალი ვარსკვლავის შესახებ ალაპარაკდა.
მიუხედავად იმისა, რომ ელაიჯა ჰიუსონი ჯგუფთან Inhaler ერთად უკვე წლებია მუშაობს, 19 წლის ვოკალისტმა საზოგადოების ყურადღება ცოტა ხნის წინ გამოსული სადებიუტო სინგლით It Won’t Always Be Like This მიიპყრო.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა არტისტი ირლანდიური ბოი-ბენდის, U2-ს ვოკალისტის, ბონოს ვაჟია, რაც მის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებს.
კრიტიკოსები ელაიჯას დიდ მუსიკალურ კარიერას უწინასწარმეტყველებენ და აღნიშნავენ, რომ მას უდავოდ შესწევს ძალა, როკ მუსიკის ერთ-ერთ გამორჩეულ სახედ იქცეს.