LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყიდის თუ არა “ბილაინი” “კავკასუს ონლაინის” საცალო სეგმენტს, 5 აპრილს გადაწყდება

39

კომუნიკაციების კომისია შპს „მობიტელის“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განცხადების შესახებ გადაწყვეტილებას 5 აპრილს გამოაცხადებს.

როგორც ”ფორტუნას” კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს,  კომისიაში შპს „მობიტელისთვის“ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენის თაობაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მორიგი ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა.

მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაში ზეპირი მოსმენის ფორმატი დასრულებულია.

კომისია შპს „მობიტელის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით, მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციულ წარმოების შესახებ გადაწყვეტილებას 5 აპრილს 15:00 საათზე ჩანიშნულ საჯარო სხდომაზე გამოაცხადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები