LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფი ტერნერი და ჯო ჯონასი მეორედ იქორწინებენ (ფოტო)

616
joe-jonas-sophie-getty-t

ყველასთვის ცნობილია, რომ სოფი ტერნერისა და ჯო ჯონასის ჯვრისწერა 1 მაისს, Billboard Music Awards-ის დასრულების შემდეგ, ლას-ვეგასის პატარა ეკლესიაში შედგა.

"სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავი საიდუმლოდ დაქორწინდა

რამდენიმე დღის წინ პრესტიჟული მუსიკალური პრემიის Billboard Music Awards საზეიმო ცერემონიის შემდეგ სოფი ტერნერმა და ჯო ჯონასმა პირდაპირ ლას-ვეგასის პატარა ეკლესიაში გადაინაცვლეს

მოულოდნელი ქორწინების შემდეგ, ვარსკვლავურმა წყვილმა გრანდიოზული წვეულების გადახდის გადაწყვეტილება მიიღო. ინსაიდერის ინფორმაციით, ,,სამეფო კარის თამაშებში” სანსა სტარკის როლის შემსრულებელი ინგლისელი მსახიობი და ამერიკული ჯგუფის Jonas Brothers ერთ-ერთი წევრი, 29 ივნისს მეორედ იქორწინებენ.

გაირკვა, რომ საქორწილო ცერემონია საფრანგეთში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ნიკ ჯონასი და სოფი ტერნერი ერთმანეთს 2016 წლიდან ხვდებიან. წყვილი 2017 წლის ოქტომბერში დაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები