LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”იფქლმა” პურის ხაშზე წარმოება დაიწყო

147

“იფქლმა” პურის მასიურ წარმოებაში სრულყოფილი ცხობის მეთოდი, ხაშზე წარმოება დანერგა.  როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, “იფქლი” დღეს ერთადერთია  საქართველოში, რომელიც  პურს ხაშზე აცხობს.

„ჩვენი მიზანი იყო დაგვეძლია წინაღობები და ხალხისთვის სრულყოფილი პური შეგვეთავაზებინა. ყველას სასიხარულოდ, წელს უახლესი ევროპული დანადგარები დავამონტაჟეთ საწარმოში. ისინი ცხობის პროცესებს ავტომატურად აკონტროლებენ“, – განაცხადა „იფქლის“ გენერალურმა დირექტორმა, შაქრო ბაკურაძემ.

მისივე ინფორმაციით, „იფქლის“ ხაშზე დამზადებული პურეული მაღაზიებში უკვე იყიდება ჩვეულ ფასში. ამ პურეულის შეფუთვას სპეციალური ნიშანი აქვს:  „ხაშზე დამზადებული“.

„მინდოდა გამომეცხო ნამდვილი პური, რომელსაც თითქმის ყველა ნატრობს საქართველოში. დაჩქარებული წესით დამზადებული პურისაგან განსხვავებით ასეთი, ხაშზე დამზადებული პური უფრო ჯანსაღია. აღსანიშნავია, ასევე მისი განსაკუთრებული გემო, არომატი, ვარგისიანობა და სტრუქტურა. ამიტომაც იყო, რომ კომპანია „იფქლში“ საქართველოში პურის ხაშზე ცხობის მასიურად დანერგვას დიდი ენთუზიაზმით მოვეკიდე“’, -აღნიშნა კომპანიის მთავარმა  ტექნოლოგმა, გელა კოდალაშვილმა.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, პურის ცხობის ეს სრულყოფილი მეთოდი, რომელიც დღეს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში გამოიყენება, 90-იან წლებამდე საქართველოშიც არსებობდა. ”შემდგომ იგი მასობრივი წარმოებისათვის პურის მომზადების უფრო დაჩქარებულმა და ნაკლებად ჯანსაღმა ტექნოლოგიამ ჩაანაცვლა. ამის მიზეზი ის იყო, რომ, ერთის მხრივ, ქართულ კომპანიებს ხელი არ მიუწვდებოდათ საჭირო ტექნოლოგიებზე და, მეორეს მხრივ, დაჩქარებული მეთოდით ცხობა გაცილებით იაფი ჯდება”, – განმარტეს ”იფქლში”.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები