მას შემდეგ რა მარია შარაპოვა გამოტყდა, რომ აკრძალულ პრეპარატებს იღებდა, ცნობილი ჩოგბურთელის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ბევრმა სპონსორმა მასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა, ასევე მას გაეროს კეთილი ნების ელჩობა ჩამოერთვა. ამის მიუხედავად, შარაპოვა ძალებს იკრებს და თვლის, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
მისი ახლი ფოტოები ნამდვილი მაგალითი უნდა გახდეს უიმედოდ დარჩენილი ადამიანებისთვის. შარაპოვა ცოცხალი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება გადადო გვერდზე ყოველდღიური პრობლემები. მარია შარაპოვა ამჯერად მექსიკაში, ლოს-კაბოსში მეგობრებთან ერთად ისვენებს. Instagram-ზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ მარია შარაპოვასთან ერთად პლაჟზე იმყოფებიან ტელეწამყვანი, ჩელსი ჰენდლერი და სტილისტი, ადირ აბირგელი.