Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
თანამდებობიდან გადაყენებული გრიგოლ კაკაურიძე კაბინეტში ჩაიკეტა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანამდებობიდან გადაყენებული გრიგოლ კაკაურიძე კაბინეტში ჩაიკეტა

2080
gk_bba488ec

ფოთის პორტის საკითხის გამო, თანამდებობიდან გადაყენებული გრიგოლ კაკაურიძე მედიის კითხვებს გაურბის. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილი უფროსი, რომლის ბრძანების საფუძველზეც გაიცა ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა, კაბინეტშია ჩაკეტილი და შენობას არ ტოვებს.

როგორც „რუსთავი 2“ წერს, ჟურნალისტების გამოჩენისთანავე ჩაკეტეს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს კარი და ჟურნალისტები შენობაში არ შეუშვეს.

სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ კაკაურიძე სააგენტოში აღარ იმყოფება.

ხმაური ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე გუშინ ღამით დაიწყო, როდესაც ფოთის პორტის მფლობელმა განცხადება გაავრცელა, რომ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას იწყებს, ამ განცხადებას მოჰყვა ანაკლიის კონსორციუმის უმწვავესი რეაქცია და მამუკა ხაზარაძის ბიზნეს ჯგუფმა პირდაპირ თქვა, რომ ხელისუფლების თამაში მისთვის შოკისმომგვრელი იყო.[related_news id=”202990″ align=”right”]

ნათია თურნავა ამბობს, რომ ნებართვა მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გასცა და ის საქმის კურსში არ იყო. მინისტრის თქმით, ნებართვა გაუქმებულია, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი, გრიგოლ კაკაურიძე გათავისუფლებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები