მოსკოვის „სპარტაკი“ პსჟ-ს აღზრდილ 18 წლის ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტს აფორმებს.
ნიკოლოზ ქუთათელაძე კარიერას რუსეთში გააგრძელებს.
მოსკოვური კლუბი უკვე შეუთანხმდა ახალგაზრდა ფორვარდის გადაყვანაზე.
გასულ ზამთარს ქუთათელაძე ახლოს იყოს „ანჟიში“ გადასვლასთან, მაგრამ მახაჩყალელებს ახალწვეულების განაცხადში შეყვანა აუკრძალეს.
თებერვალში ფეხბურთელმა კიევის „დინამოს“ ახალგაზრდებში ითამაშა (U-21), მაგრამ უკრაინულ გუნდში ვერ მოეწყო. ნიკას სამედიცინო გამოკვლევა რჩება.
ქუთათელაძე ადრე პრაღის „სპარტას“ სკოლაში იყო, კიდევ 6 წელი ფრანგული „ლილის“ აკადემიაში გაატარა, 2016 წლიდან ვარჯიშობდა პსჟ-ს სისტემაში და თამაშობდა 16 წლამდელთა პარიზის პირველობაზე.