შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები თბილისში მოსული უხვი ნალექის და გზებზე შექმნილი შეფერხებების გამო გაძლიერებული რეჟიმით მუშაობენ.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოძრაობა დროებით შეზღუდულია გიორგი მინდელის სახელობის ხიდზე და შეშელიძის ქუჩაზე.
სამაშველო ჯგუფები რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობენ. მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უხვი ნალექის გამო მიღებულ 80-მდე შეტყობინებაზე მოახდინა რეაგირება
ამ დროისთვის, დაშავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.
ძლიერ წვიმას დედაქალაქში ძლიერი სეტყვაც დაერთო.
სტიქიის კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
თბილისში ძლიერი სეტყვაა [ფოტო/ვიდეო]
უამინდობამ განსაკუთრებული პრობლემები გლდანის, დიღმისა და სანზონის რაიონებში შექმნა. მეტრო ახმეტელთან დაიტბორა მიწისქვეშა გადასასვლელი.