აზერბაიჯანული მედია დავით გარეჯზე დუმს, თუმცა ქეშიქჩიდაგის (კომპლექსის აზერბაიჯანული სახელწოდება) შესახებ სხვადასხვა სააგენტო, იშვიათად, მაგრამ მაინც, სიახლეებს აქვეყნებს.
სიტუაცია ბუნდოვანია, მაგრამ განცხადებები და ტონი ერთგვაროვანი და მკაფიო – ბაქო აცხადებს, რომ ეს აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიაა და იქ, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს საზღვარი ყოველთვის იყო, ანუ ახალი არაფერი ხდება. აღნიშნული შინაარსის განაცხადება გააკეთა გუშინ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
“საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანი და საქართველო ავტომატურად გახდნენ იმ ადმინისტრაციული საზღვრის
მემკვიდრეები, რომლებიც ჩვენს შორის მდებარეობდა. შესაბამისად, ეს საზღვრები სახელმწიფო გახდა და ის ორივე ქვეყნის მესაზღვრეებმა აიყვანეს კონტროლ ქვეშ” – აღნიშნა ხალაფოვამ და დასძინა: “ფაქტია, რომ ეს საზღვარი მუდამ იყო და მას ყოველთვის იცავდა ჩვენი და ქართული მხარე”. ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დავით გარეჯის ტერიტორიაზე მონიტორინგს ერთობლივად ახორციელებენ
მოქალაქეების აყვანა ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოხდება.
მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოქვაბულებზე გადასვლას, ქართული მხარის თხოვნით და ურთიერთშეთანხმებით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ახორციელებდნენ.
“ეს დღესაც ასეა. რაც შეეხება, გარკვეულ სამუშაოებს ჩვენს ტერიტორიაზე, ეს ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა”, – აცხადებს ხალაფოვა.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დანელიამ აღნიშნა, რომ დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიის უკანასკნელი სხდომის დროს, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს შეეხებოდა, დაისვა საკითხი იმის შესახებ, რომ “აუცილებელია ისეთი ნაბიჯები არ გადაიდგას, რომელიც ისეთ აღქმას შეუწყობს ხელს, რომ რაღაცნაირად სტატუს-კვო შეიცვლება”.
ადგილზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.
დავით გარეჯში დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს (ვიდეო)
პროვოკაცია – გარეჯი საქართველოსია
დღეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან აქტივისტები აქციას მართავენ. ეს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან არც პირველი პროტესტი და არც პირველი აქციაა. ძირითადად, ხალხის შეკრებას ორგანიზებას „ძალა ერთობაშია“ უწევს.
პროტესტს პროვოკაციას უწოდებენ აზერბაიჯანულ მედიაში.
აზერბაიჯანულ მედიაში იძებნება ინფორმაციაც იმის შესახებ, თუ რატომ დაიწყო ადგილზე მძიმე ტექნიკის შეყვანა და სამუშაოები. 22 მაისს anews.az წერს:
კვლევითი ინსტიტუტის “აზერბარის” დირექტორმა თემირლან ქერიმლიმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელებისთვის კომპლექსთან მისასვლელი კომფორტული ინფრასტრუქტურა შეიქმნება. ადგილზე იგეგმება ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის შენობის აშენებაც.
“მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლებს მუდმივი სამუშაო ადგილი ჰქონდეთ. გარემონტდება გზები, ჩატარდება ისტორიული ძეგლების კონსერვაცია და გაიზრდება უსაფრთხოება”, – განაცხადა თემირლან ქერიმლიმ ადგილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით.
ამ განცხადებაში საგანგაშო არაფერია, თუმცა პრობლემა ის არის, რომ არ არის დაკონკრეტებული რომელ ისტორიულ ძეგლებზეა საუბარი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანს გზა სწორედ სადაო მონასტრებთან გაჰყავს.
ასევე, ქართულ მედიას ბრალი ედება საკითხის “გაბუქებაში”.
ადგილობრივებს გადაადგილების შესაძლებლობა არ ეძლევათ.
დავით გარეჯიდან - ჩიჩხიტურის კოშკის სიახლოვეს ბულდოზერებით მუშაობენ (ვიდეო)
trend.az კავკასიის ისტორიული ცენტრის ხელმძღვანელის რუზვან გუსეინოვის სწორედ ამ შინაარსის კომენტარს აქვეყნებს.
ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს: იმის მიუხედავად, რომ საკითხი სახელმწიფო დონეზე გადაწყდა, ქართული მედია მას კვლავ განიხილავს და აზვიადებს. საკითხი საუკეთესო ვარიანტით გადაწყდა. პროტოკოლის მიხედვით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადასასვლელად ოფიციალური ნებართვაა საჭირო.
ის დასძენს, რომ საკითხის ასე გადაწყვეტა, იმის გამო გახდა საჭირო, რომ ძეგლები თანდათან განადგურდა.
“ასეთი კონფლიქტების შექმნა არ არის საქართველოს ან აზერბაიჯანის ინტერესები. ამით მხოლოდ მესამე მხარეა დაინტერესებული” – აღნიშნავს ის.
რეალურად რა არის პროტესტის მიზეზი?
ხელისუფლება იმ საპროტესტო მუხტის მაქსიმალურად შერბილებას ცდილობს, რაც სამღვდელოების მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა, შემდეგ კი სხვადასხვა ძალის მოქმედებებმა საზოგადოებაში გამოიწვია.
საინჟინრო სამუშაოები აზერბაიჯანის მხარეს, ქედს მიღმა დაბლობში მიმდინარეობდა, – ამის შესახებ დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ არის სამი მოცემულობა: ტერიტორია, რომელიც არის ქედს მიღმა დაბლობი და ეს აზერბაიჯანის კონტროლირებადი ტერიტორიაა, ამასთან, არის თავად დავით გარეჯის ტერიტორია, რომელიც საქართველოს ეკუთვნის და კიდევ – ერთი მესამედი სადავო ტერიტორია.
მოკლედ, ხელისუფლება აცხადებს, რომ საგანგაშო არაფერი ხდება. პრინციპში იმავეს, რასაც ოფიციალური აზერბაიჯანი.
გაგრძელდება თუ არა ე.წ. საინჟინრო სამუშაოები დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე?
საგარეო უწყება: ტერიტორია, სადაც საინჟინრო სამუშაოები მიმდინარეობს, აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებადია
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯში უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გადაკეტეს, 25 აპრილს გავრცელდა. დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა მაშინ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გადაკეტეს და სასულიერო პირებს ადგილზე თავისუფლად მოძრაობის საშუალება აღარ აქვთ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მწვავე განცხადებები.
დავით გარეჯის კომპლექსთან და ზოგადად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამ მონაკვეთთან დაკავშირებული პრობლემა უკვე წლებია დროდადრო მწვავდება ხოლმე, ხელისუფლებების მოლაპარაკებების შემდეგ კი მხოლოდ დროებით გვარდება. სახელმწიფო საზღვრის კონკრეტული მონაკვეთის ბედი დღემდე გაურკვეველია. უცვლელია მთავარი კითხვაც: რა უშლის ხელს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დასრულებას, როცა ორივე მხარე ამბობს, რომ პროცესის სწრაფად დასრულებისთვის მზად არის.
ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ საკითხი აუცილებლად მშვიდად და პოზიტიურად გადაწყდება საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი კომისიის ფარგლებში, მაგრამ არ კონკრეტდება – რა მიზანი აქვს ქართულ მხარეს და რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკებები.
ცოცხალი ჯაჭვი დავით გარეჯის გარშემო - დრონით გადაღებული ვიდეო
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის იმ მონაკვეთს, რომელზეც აზერბაიჯანული მხარე პრეტენზიას გამოთქვამს, აქტივისტებმა ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს.
ცნობისთვის:
დავითგარეჯა – ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსია. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის სერზე. სამონასტრო კომპლექსის მცირე ნაწილი (ბერთუბანი) აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სადავოა უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრები.