საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოების მიზნით, 2019 წლის 3 ივნისის 08:00 სთ-დან 2019 წლის 7 ივნისის 08:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
დროის ამ პერიოდში, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
https://www.facebook.com/georoad.ge/posts/2659067804167304?__xts__%5B0%5D=68.ARAcTej0zNd9l665K1mCWFu4LcVId3TxxosD1bh2V2rS5zpaXlt-3JtYLBKgnIfkVu0cR1mcQmwH2e7L1f5CpDKHvOb8L2fbO3Y7RnT9RUfcBLjpAvNCtn_qGrQL79_rjI4YmWlLUBhdCEdrQGHc1fbLhudy-vfLY6O4x9DwnMHyb4ZE7tceXy8l4zbUNPB7aGoeCGd-rHAcjzCqkg291gpV2oL9E9IiaMKNXLnbGXdxbRSzVUON1pBjnNf12z7kTq48RBr73GjEgpuFmF176l0ZmuTb5RqekIX1nv3DmwPSUS1cQu0Ppe194DpB7CR_nP9Qg9T4eP2KPTZ6n7-yh2uwLg&__tn__=-R