გარეჯში დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს. პოლიციელების თქმით, საფრთხე მოსალოდნელი არ არის, თუმცა ადგილზე სამართალდამცველების მობილიზება მაინც მოხდა.
სამონასტრო კომპლექსზე ნაწილობრივ მოხსნილია შეზღუდვა აღდგომის ტაძრისა და უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალ ბილიკებზე. თუმცა, როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ამბობენ, ამ დროისთვის ჩაკეტილია ჩიჩხიტურის კოშკამდე მისასვლელი ბილიკი.
პრეზიდენტი მოხარულია, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ერთობლივი კომისიის მუშაობა განახლდა.
უცილებელია ამ საკითხის საბოლოო მოგვარება, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობების გართულება - პრეზიდენტი
მასშტაბური მსვლელობა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელი აქტივისტები, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას დავით გარეჯში აპირებდნენ.
აქცია-მსვლელობაში მონაწილეობას 9 ეპარქია იღებს. სასულიერო პირები ამბობენ, რომ ამ აქციით სურთ ხელისუფლებას და აზერბაიჯანელ მეგობრებს აჩვენონ, რომ ქართული საზოგადოება დავით გარეჯს არ დათმობს.
https://www.facebook.com/a.palavandishvili/videos/605131386659791/