LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უელსელებს საფრანგეთში სექსი არ ეღირსებათ

138

ევრო-2016-ის დროს უელსის ნაკრების ფეხბურთელებთან ცოლებს და მეგობარ გოგონებს არ მიუშვებენ.
უელსელები საფრანგეთში სექსის გარეშე დარჩებიან თუ პლეი-ოფში არ გავიდნენ.

თუ უელსი ნაკრები ჯგუფიდან გავა, მაშინ ნაკრების მთავარი მწვრთნელი კრის კოულმენი საოჯახო შეკრებას მოაწყობს. სხვა შემთხვევაში კი უელსელი ფეხბურთელების სატრფოები თავიანთი მამაკაცების გარეშე დარჩებიან.

”ათ დღეში სამი მატჩი გვაქვს. ჩვენს სასტუმროში ოჯახების, ცოლების და შეყვარებულების ადგილი არ არის. ჩვენ საქმეს უნდა მივხედოთ. აქ იმიტომ ვართ, რომ უელსი ჩვენით ამაყობდეს და სათანადოდ უნდა მოვემზადოთ. ეს მცირე მსხვერპლია”, – მიიჩნევს კოულმენი.

10 ივნისს, პირველ მატჩამდე ერთი დღით ადრე მას დაბადების დღე აქვს. ”ჩემი დაბადების დღე არ იქნება. ამის დრო არ არის. სამი მატჩი – ეს არის ის, რასაც უნდა ვუყუროთ. სხვა ყველაფერი მოიცდის”, – დაწერა Daily Mail-მა პრინციპული კოულმენის ნათქვამი.

პირველ მატჩში უელსი ქალაქ ბორდოში სლოვაკეთს შეხვდება.
მერე კი რუსეთი და ინგლისი ელის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები