LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში ელექტრომობილების წარმოება იწყება

509
2222

კომპანიააი გრუპიქუთაისში 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე 24 თვის ვადაში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს.

ელექტრომობილების წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმებს ხელი დღეს მოეწერება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტებს ხელი მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერება.

მემორანდუმებს ხელს აწერენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი დუგლაძე, ქართული კომპანია „აი გრუფს“ და ჩინური კომპანია „ჩანგანსი“.

პროექტის თანახმად, კომპანია აი გრუპიქუთაისში 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე 24 თვის ვადაში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ქარხანაში დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში არანაკლებ 5000 ელექტრომობილი დამზადდება.

მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს მშენებლობა მთავრობის ხელშეწყობით მოხდება და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეგიონში ელექტრომობილების წარმოება დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები