„შეცდომის დაშვება საშიში არაა. მთავარია, ყველა შეცდომა ახალი იყოს და არასდროს გაიმოეოროთ ძველი“, – ამბობს 47 წლის ილონ მასკი, რომელმაც კარგად იცის, რომ ნამდვილი წარმატება მხოლოდ შეცდომებით მიღებული გამოცდილებით მიიღწევა.
გთავაზობთ ამერიკელი გამომგონებლის და ბიზნესმენის რამდენიმე ცნობილ ფრაზას:
- ყოველთვის ეცადეთ გახდეთ იმის ნაწილი, რაც სამყაროს შეცვლის.
- ყველაზე რთული საკუთარ თავთან გულწრფელობა, საჭირო კითხვების მოძიება და პასუხის გაცემაა. თუ საკუთარ თავთან გულახდილად საუბარს შეძლებთ, დარწმუნებული იყავით, რომ ცხოვრებაში ყველაფერი გამოგივათ.
- წარუმატებელი მცდელობების საკუთარი სასაფლაო მაქვს, სადაც უამრავი საფლავის ქვაა, თუმცა ყველაფერს ვაკეთებ, რომ ახალი საფლავის გათხრა აღარ დამჭირდეს.
- როცა ადამიანი პირველ მილიონს შოულობს, მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება და არავინ თქვას, რომ ისეთად დარჩა, როგორიც გამდიდრებამდე იყო.
- კარგი კომპანიის შექმნა – გემრიელი ღვეზელის გამოცხობას ჰგავს. მთავარია, ინგრედიენტების და პროპორციების სწორად შერჩევა.
- რთული სამუშაოს შესასრულებლად არაა აუცილებელი ბევრი ადამიანის დაქირავება. რაოდენობა ვერასდროს აანაზღაურებს ტალანტს, რადგან ორი უციცი ვერასდროს აჯობებს ერთ მცოდნეს.
- ყოველთვის მაშინ ვუშვებ შეცდომას, როცა ადამიანს არა ნიჭით, არამედ პირადი თვისებებით ვაფასებ. რა ვქნა, ძალიან მიყვარს კეთილი ადამიანები, რომელთაც სულ უფრო იშვიათად ვხვდები.
- კაცობრიობას წარმოდგენა არ აქვს, რომ ყველაზე საშიშ ექსპერიმენტში მონაწილეობს. როდემდე უნდა ვაბინძუროთ ატმოსფერო ნახშირორჟანგით და რატომ ვერ ვხვდებით, რომ საკუთარ თავს თვითონ ვიღუპავთ.
- მართალია, ბევრს ძალიან არ უყვარს ცვლილებები, მაგრამ იძულებულია მიიღოს, რადგან ხშირად ცვლილებების ალტერნატივა მხოლოდ კატასტროფაა.
- მოთმინება – ზნეობრიობის მთავარი მანიშნებელია. მეც ვცდილობ ვიყო მომთმენი, თუმცა ძალიან რთულია.