LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსე მზად არის, ქმარს გაშორდეს – რა მოხდა წყვილის მიერ გამართულ წვეულებაზე

55

ბიონსე და ჯეი-ზი საზოგადოებაში ხშირად ჩნდებიან ერთად და ცდილობენ ყველას დაანახონ, რომ მათ ოჯახური იდილია აქვთ, თუმცა წყვილთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ მათი ურთიერთობა ნელ-ნელა იშლება. ტაბლოიდები წერენ, რომ ბიონსემ მიიღო გადაწყვეტილება, ქმარს გაშორდეს.

ჟურნალისტების წყარო ამბობს, რომ წყვილის სახლში სასტიკი დაძაბულობაა.
„შაბათს წვეულება მოაწყეს და დაპატიჟეს ახლობლები – ნათესავები, მეგობრები და საქმიანი პარტნიორები. ასეშორს ერთმანეთისგან არასოდეს ყოფილან, როგორც იმ საღამოს. ბიონსე წუწუნებდა უგემური ვახშმის გამო, რომელიც მისმა ქმარმა დაგეგმა. ჯეი-ზიც ცოლს ძალიან ცივად ეპყრობოდა და წვეულებიდან სტუმრებზე ადრე წავიდა. საღამოს დანარჩენი ნაწილი ბიონსემ მარტომ გაატარა,“ – განაცხადა ტაბლოიდების წყარომ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც წყვილის დაშორებას ვარაუდობენ – ჟურნალისტების მტკიცებით, კალიფორნიაში ნაქირავებ სახლში ბიონსე და ჯეი-ზი დიდი ხანია, ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ცხოვრობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები