ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში, ბრუნო ბალვანერა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი სიახლეები ყველა მხარის მიერაა მოწონებული.
მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა ეკონომიკის ბევრ მიმართულებაზე მოახდენს დადებით გავლენას – გამარტივდება საგადასახადო სისტემა და დაბეგვრის რეჟიმი, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და წახალისდება რეინვესტირება.
”ხელისუფლებამ გაითვალისწინა ჩვენი მოსაზრებები და წინადადებები. დღევანდელ შეხვედრაზე შედგა კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ კანონპროექტის მიღება მოხდება წელს, ხოლო ამოქმედება 2017 წლის 1 იანვარს,“ – განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.
მისი თქმით, რეფორმის მომავალი წლიდან ამოქმედება საშუალებას მისცემს, როგორც ხელისულებას, ისე კერძო სექტორს კარგად მოემზადოს ამ რეფორმისთვის – ერთი, მხრივ, ხელისულებამ კანონპროექტის მიღების შემდეგ უნდა დახვეწოს კანონქვემდებარე აქტები, რომლითაც მოხდება ამ ინიციატივის აღსრულება, მეორე
მხრივ, ბიზნესმა უნდა მოახდინოს ადაპტაცია და აითვისოს ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც საჭირო იქნება ახალი მოდელით გადასახადების დეკლარირებისა და გადახდისათვის.
”ეს ყველაფერი მოითხოვდა დროის დამატებით რესურსს, დღეს ჩვენ რეფორმის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწიეთ,“ – აღნიშნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში, ბრუნო ბალვანერამ.