LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მისი ფეხმძიმობა არ შეგვიმჩნევია – სკოლის დირექტორი

104
deda_mkvleli

წყალტუბოს ერთ-ერთი სკოლის დირექტორის განცხადებით, 16 წლის გოგონა, რომელსაც სოფელ აღაიანში საკუთარი 7 თვის შვილის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, ამ დრომდე სკოლის მოსწავლედ ირიცხება.

როგორც დირექტორმა „კვირის პალიტრასთან“ საუბარში განაცხადა, გოგონა გამოცდებს ექსტერნად აბარებდა. ამასთან, დირექტორის მტკიცებით, მათი სკოლის მოსწავლისთვის „ფეხმძიმობა არ შეუმჩნევიათ“.

„გათხოვილი იყო თუ არა, ეს არ ფიქსირდება. იყო ასეთი შემთხვევა, როცა ის 2017 წელს გაიპარა სკოლიდან. ამის შესახებ მისმა ძმამ შემატყობინა, მითხრა, გაკვეთილებზე იყო, მაგრამ სახლში არ მოსულაო, ბუნებრივია, მაშინვე დავრეკეთ პოლიციაში, პოლიციასთან ჩვენს გასაუბრებას მისი დედაც ესწრებოდა და 2 დღეში გავიგეთ, რომ გაპარული იყო და გამოჩნდა. შემდეგ ამ საქმეს რა მსვლელობა მისცა პოლიციამ, ჩემთვის უცნობია, იმ ფაქტიდან რამდენიმე ხანში გამოჩნდა სკოლაშიც და ჩვეულებრივ დადიოდა,” – აცხადებს დირექტორი.

კითხვაზე, სკოლაში დაბრუნების შემდეგ, ჰკითხეს, თუ არა, სად იყო, დირექტორი პასუხობს, რომ ეს უხერხულობას შექმნიდა, რის გამოც, ამასთან დაკავშირებით, ყურადღება არ გაუმახვილებიათ.

„ეს იმდენად უხერხულობის მომენტი იყო, ამაზე ყურადღება არ გაგვიმახვილებია. ბავშვი სტრესულ მდგომარეობაში იყო მისი გადადგმული ნაბიჯიდან გამომდინარე და მივიჩნევდით, რომ ზედმეტი კითხვის დასმა არ იყო საჭირო.

ჩვეულებრივ დადიოდა სკოლაში, ზოგჯერ 2 თვეში ერთხელ, გამოცდებსაც აბარებდა. კანონით, პირს რომ მოსწვალის სტატუსი შეუჩერდეს, ამისთვის 90 დღეზე მეტი უნდა ჰქონდეს გაცდენა, თუ 90 დღის განმავლობაში ერთხელ მაინც გამოცხადდა სკოლაში, მაშინ ათვლა იწყება თავიდან. ამიტომ ის არ არღვევდა ამ 90 დღიან ვადას და პერიოდულად ცხადდებოდა სკოლაში. ფეხმძიმობა არ შეგვიმჩნევია. ბავშვთან ერთადაც არასდროს გამოჩენილა სკოლაში,” – აცხადებს სკოლის დირექტორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები