LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეულიდან თბილისისკენ ფრენის დაწყების თარიღი უკვე ცნობილია

124
Korean-Air-A380

30 მაისს სამხრეთ კორეული ავიაკომპანია Korean Air სეულიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით“, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს კორეის რესპუბლიკასთან. უკვე მეორე წელია Korean Air სეულიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ რეისებს ასრულებს. შარშან სეულიდან თბილისის მიმართლებით 3 პირდაპირი ფრენა განხორციელდა და 557-მა მგზავრმა ისარგებლა. წელს ჩარტერების რაოდენობა ორმაგდება. პირველი რეისი სეულიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით, 30 მაისს შესრულდება. 27 ივნისის ჩათვლით კი სულ კორეის დედაქალაქიდან საქართველოს მიმართულებით 6 ფრენა განხორციელდება.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ქვეყნის მიმართ ინტერესი იზრდება. 2018 წელს სამხრეთ კორეიდან საქართველოში 13278 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2017 წელთან შედარებით 112.2%-ით მეტია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები