LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ახალი ავტობუსების შემოყვანასთან დაკავშირებული ტენდერი დასრულდა

325

თბილისში ახალი ავტობუსების შემოყვანასთან დაკავშირებული ტენდერი დასრულდა და ამჟამად წინადადებების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. ამის შესახებ ”ფორტუნას” დედაქალაქის მერიაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, სპეციალური კომისია წესების სრული დაცვით შეარჩევს გამარჯვებულ კომპანიას და სანამ პროცესი მთლიანად არ დასრულდება, იქამდე დეტალებს არ გაახმაურებს.

მერიაში აცხადებენ, რომ ეს კონფიდენციალური პროცესია და არ აკონკრეტებენ არც იმას თუ რამდენი კომპანია მონაწილეობს ტენდერში და რა ვადებში მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა.

შეგახსენებთ, რომ ახალი ავტობუსები თბილისში აგვისტოდან უნდა გამოჩნდეს. იგეგმება 175 ახალი, შეკუმშულ ბუნებრივ გაზზე მომუშავე, 12-მეტრიანი, ავტობუსის შემოყვანა.

ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შემოყვანილი ავტობუსები სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს.

თბილისის მერია ახალი ავტობუსების შესაძენად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 30 მილიონი ევროს ღირებულების სესხს გამოიყენებს. გამარჯვებული კომპანიის შერჩევაში EBRD მონაწილეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები