LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაბანში მეორე თბოელექტროსადგური ”გარდაბანი 2” აშენდება

149

გარდაბანში მეორე თბოელექტროსადგური ”გარდაბანი 2” აშენდება. საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ საერთაშორისო ფასთა გამოკითხვა უკვე გამოაცხადა.

ტენდერი 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის საინჟინრო, შესყიდვების და მშენებლობის (EPC/Turn Key) პროექტის შესყიდვას ითვალისწინებს.

გარდაბანი 2 ბუნებრივ გაზზე იმუშავებს, ექნება ორი ტურბინა, ორივე ტურბინის გენერატორი. აგრეთვე, თბოაღმდგენი ორთქლის გენერატორი, ორთქლის ტურბინები, გამაგრილებელი სისტემები. ”გარდაბანი 1”-ის წყლის სისტემა მოდიფიცირებული და სინქრონიზებული იქნება ”გარდაბანი 2”-თან.

როგორც ”ფორტუნას” ნავთობისა და გაზის კორპორაციაში განუცხადეს, წინადადებებს მსხვილი საერთაშორისო კორპორაციებიდან 15 აპრილამდე  ელოდებიან.

გარდაბანში პირევლი თბოელექტროსადგური გასული წლის ივლისში გაიხსნა. მის მშენებლობაზე 231 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა. ”გარდაბანი 1” თურქულმა კომპანია ÇALIK ENERJİ-მ ააშენა. მშენებლობა საპარტნიორო ფონდმა და საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ დააფინანსეს. თბოსადგური ყოველწლიურად 1.6 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები