LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბავშვო ბაღებში პატარებისთვის განკუთვნილ პროდუქტს იპარავენ

48

საბავშვო ბაღებში პატარებისთვის განკუთვნილი პროდუქტის გადამალვის ფაქტები ფიქსირდება. სხვა მიზეზებთან ერთად, საკვები პროდუქტისა და სამეურნეო დანიშნულების საქონლის გადამალვის გამო, თბილისის მასშტაბით 20–ზე მეტი დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამასთან, კვებით ბლოკებას და საწყობებში დარღვეული იყო აუცილებელი ნორმები.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურმა, 2014 წლიდან დღემდე ამ რამდენიმე ძირითადი მიზეზით 20-ზე მეტი ბაღის დირექტორი გაათავისუფლა.

როგორც რადიო ”ფორტუნას” სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ განუცხადა, სამსახურიდან გათავისუფლდნენ ის დირექტორები, რომელთაც აღნიშნული დარღვევები, გაფრთხილების მიუხედავად, განმეორებითი მონიტორინგის შედეგად აღმოუჩინეს.

თორდინავას ინფორმაციითვე, ძირითადად დარღვევები აღმოჩენილია კვების ბლოკში და საწყობებში. დაფიქსირდა საკვები პროდუქტებისა და სამეურნეო საქონლის გადამალვის ფაქტები.

ამასთან, სააგენტოს მონიტორინგის სამსახური მხოლოდ საჯარო სკოლამდელი დაწესებულებების მონიტორინგს ახორციელებს.

თემურ თორდინავას განმარტებით, შემოწმება ხდება სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნორმების მიხედვით. 2015 წლიდან ყველა ბაგა-ბაღისთვის დადგენილია ერთნაირი მენიუ, ერთნაირი კალორაჟით. ეს ნორმა გაწერილია სახელმწიფოს მიერ, რომელსაც ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები