LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ცერემონიის რეპეტიცია გაიმართა

106
მზადებააა

საქართველოს თავდაცვის ძალები დამოუკიდებლობის დღისთვის ემზადება. თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ცერემონიის რეპეტიცია გაიმართა.

დამოუკიდებლობის დღეს მთავარი ღონისძიება ფიცის დადების ცერემონია იქნება. საწყისი საბრძოლო მომზადების 288 რეკრუტი სამშობლოსა და ერის წინაშე ფიცს თავისუფლების მოედანზე დადებს. თბილისის გარდა, 26 მაისს 175 რეკრუტი ფიცს ქვეყნის მასშტაბით ხუთ ლოკაციაზე დადებს: ზუგდიდში, მრავალძალში, უფლისციხეში, ანანურსა და გრემში.

თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკა და შეიარაღებაც იქნება წარმოდგენილი. თბილისის გარდა, სამხედრო ტექნიკა საქართველოს 12 ქალაქში იქნება გამოფენილი: თელავი, მარნეული, რუსთავი, მცხეთა, გორი, ახალქალაქი, ქუთაისი, ამბროლაური, ოზურგეთი, ფოთი, ბათუმი, სენაკი