LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სსფ მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე მაკროეკონომიკურ პოლიტიკას

89
image-29-620x329

კრისტინ ლაგარდის ჩამოსვლა თბილისში იმის დემონსტრირებაა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს იმ რეფორმებს და მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის კრისტინ ლაგარდის საქართველოში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

კობა გვენეტაძის თქმით, როგორც წესი, ასეთი სახის ვიზიტები მიმდინარეობს იმ ქვეყნებში, რომლებიც წარმართავენ სწორ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და ახორციელებენ სწორ რეფორმებს.

„მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე საქართველო ახორციელებს სამწლიან პროგრამას, რომელიც ფინანსურად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერაა მხარდაჭერილი. პროგრამა კიდევ ერთი წელი გაგრძელდება და საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. მნიშვნელივანია, რომ ეს ვიზიტი და ამასთან მიმდინარე პროგრამა, არის ძალიან მკაფიო სიგნალი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველო არის მიმზიდველი ქვეყანა ინვესტიციების განხორციელებისთვის,”-განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით პირველად იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები