LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” კომპანია „ჯიპისის” ყიდულობს

191

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ (GHG) და სააფთიაქო ქსელმა – სს „ჯიპისიმ“  (GPC) მავალდებულებელი ხასიათის მემორანდუმს  ხელი მოაწერეს.

როგორც ”ფორტუნას” „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფიდან“ აცნობეს,  შესაბამის მარეგულირებელ ორგანოთა თანხმობის მოპოვების შემდეგ, „ ჯიპისის“ 100%-იანი წილის მფლობელი „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ გახდება.

”ფარმაცევტული კომპანიის შესყიდვა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ სტრატეგიის ნაწილია. აღნიშნული გარიგება „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს“ შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო ეფექტურად მიაწოდოს მოსახლეობას ჯანდაცვის სერვისები და უზრუნველყოს სამედიცინო სერვისებზე ფასების სტაბილურობა, რაც საბოლოოდ მომხმარებლებზე დადებით ასახვას ჰპოვებს”, – განაცხადეს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“.

ამ დროისთვის შპს „ჯიპისის“ სააფთიაქო ქსელი საქართველოს ფარმაციის ბაზრის დაახლოებით, 15%-ს ფლობს და ქვეყნის მასშტაბით 96 აფთიაქით არის წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები